: ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე საქართველოს კანდიდატის სტატუსით არ მოვიწვევთ

დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინსტრთა შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს. ამის შესახებ დანიის საგარეომ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
კერძოდ, დანიის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ გააგრძელებენ ევროკავშირის საბჭოს წინა თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის პრაქტიკას.
“2024 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მან ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა. ევროკავშირმა ეს გაითვალისწინა. დანიის მხრიდან [ევროკავშირის საბჭოს] თავმჯდომარეობა პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შექმნილ პრეცედენტს მიჰყვება და, ზოგადი წესის მიხედვით, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს”, – აცხადებენ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, 1-2 სექტემბერს გასამართ არაფორმალურ შეხვედრას უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ