ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ხარკოვის ოლქში, ვოვჩანსკის მახლობლად ფრონტის ხაზზე უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა და მეთაურებთან „ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება, ვოვჩანსკის დაცვა და ბრძოლის დინამიკა“ განიხილა.
„ამ სექტორში ჩვენი მებრძოლები ჩინეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, პაკისტანიდან და აფრიკის ქვეყნებიდან დაქირავებული ჯარისკაცების ომში მონაწილეობას აფიქსირებენ. ჩვენ მათ ვუპასუხებთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
