მოსამართლეს გამბედაობა არ ეყოფა, ამაღლობელის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალოს და გაათავისუფლოს – კუპრაძე

პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მოსამართლე ნინო სახელაშვილს არ ეყოფა გამბედაობა, რომ მზია ამაღლობელის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალოს და ის პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
როგორც კუპრაძე აცხადებს, მოსამართლე სახელაშვილი რუსული რეჟიმის დავალებას ასრულებს და შექმნილ ვითარებაში კი ერთადერთი იმედი საზოგადოებრივი წნეხია.
„საზოგადოების განწყობა ცხადად ამბობს ერთ მარტივ მოცემულობას – მზია ამაღლობელი არის სისტემის მსხვერპლი, სიმბოლო, რომელიც წინააღმდეგობას წევს და არანაირად არ დაჰყვება შეთავაზებებს, რომელიც რეპრესიული სისტემის მხრიდან კეთდება. როდესაც იბრძვი, ბრძოლა არის ბოლომდე – მზია ბოლომდე ბრძოლის სიმბოლოდ იქცა! სახელაშვილ-მურუსიძის სასამართლოს იმედი არც მზიას და არც სხვა არავის არა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.