სალომე ზურაბიშვილი – მზია ამაღლობელს გაუთავებელ შეფერხებებსა და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ, რათა მისი სული გატეხონ – დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური დევნა

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი – ეს არის პოლიტიკური დევნა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი , მზია ამაღლობელის საქმეზე, სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, სისტემის მიზანი მისი სულიერად გატეხაა.
„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი – ეს არის პოლიტიკური დევნა. მზია ამაღლობელს გაუთავებელ შეფერხებებსა და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ, რათა მისი სული გატეხონ. სისტემას ჰქონდა ყველა საჭირო დრო. ეს არ არის სამართლიანობის გადადება – ეს არის სამართლიანობის ბოროტად გამოყენება“, – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე, ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.