ნინო დათაშვილს გაუსაძლისი ტკივილი აქვს – ადვოკატი

დაპატიმრებული პედაგოგი, ნინო დათაშვილი ადვოკატმა მოინახულა. თამარ გაბოძემ შეხვედრის შემდეგ “ტვ პირველს” უთხრა, რომ დაკავებულ ქალ აქტივისტს კვლავ გაუსაძლისი ტკივილები აქვს.
ნინოსთან რომ შევედი, დაახლოებით, 11:00 საათი იყო და უკვე 2 ნემსი ჰქონდა გაკეთებული – ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო, რადგან კვლავ გაუსაძლისი ტკივილი აქვს. იმ პერიოდში, როცა ჩვენ სამართლებრივ კონსულტაციაზე შეხვედრაზე ვიყავით, ამ კონსულტაციის გაგრძელება რამდენჯერმე ძალიან გაუჭირდა. ცდილობდა, სხვადასხვა მდგომარეობაში ყოფილიყო, სკამზე დიდი ხანი ვერ ჯდებოდა და ცდილობდა, ამდგარიყო. ხერხემლის დისკის დაზიანება შეუქცევადი პროცესია. მას კვლავ აქვს ის გამოწვევები, რაც 2019 წელს ჰქონდა – ხერხემალზე გაკეთებულ ოპერაციას ვგულისხმობ. როცა მას პირველი ოპერაცია ჩაუტარდა, 4 თვის შემდეგ მეორე ოპერაციის საჭიროება დადგა. ეს საჭიროება ახლაც არის. სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ ნინოს საპატიმროში ყოფნა არ შეიძლებოდა”. – თქვა დათაშვილის ადვოკატმა.
სამოქალაქო აქტივისტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივნისს შეუფარდა. ის მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. პედაგოგს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.
როგორც ადვოკატი თამარ გაბოძე განმარტავს, პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, რომელიც დაცვის მხარემ პირველი წარდგენის სხდომაზე გაუცვალა ბრალდების მხარეს, რომლებშიც მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მძიმე დიაგნოზი: ხერხემლის მალთაშუა დაზიანება, თიაქარი და რადიკულიტი, თანმხლებ სიმპტომად კი მითითებულია ემოციური ლაბილობა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: ამ “არ მოწონებებში” ჩვენ შეგვრჩა, წამება წვალება, სისხლი, უბედურება რუსი ოკუპანტის მიერ ნაწამები განადგურებული ხალხი და თამაშგარე მდგომარეობაში დამარცხებულ ბითურ, ტერორისტად ქცეულ რუსეთთან ორბიტაზე ჩარჩენილი საქართველო, ამ კოლაბორაციონალი “ხელისუფლებით “!

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი – ბრალდების მხარეს არ აქვს დადასტურებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას