მივმართავ კობახიძეს – მზია ამაღლობელი

პატიმრობაში მყოფი ქალი ჟურნალისტი ს მიმართავს – როგორც მედია მენეჯერმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას მაღალი ტანამდებობის პირებმა „ათასი სიგიჟე“ დააბრალეს.
მივმართავ ირაკლი ს: პოლიციელის ღირსების შელახვას „დიფ სთეითი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე”- აღნიშნა მზია ამაღლობელმა.
როგორც მზია ამაღლობელმა აღნიშნა, მისი სურვილი იყო, იმ პოლიტიკოსებისთვის დაესვა კითხვები, რომლებიც მის დისკრედიტაციას ეწეოდნენ.
სამწუხაროდ, სასამართლომ, შუამდგომლობები არ დამიკმაყოფილა, რათა კითხვები დამესვა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ჩემს დისკრედიტაციას ეწევიან. ისინი მომიხსენიებენ, როგორც დამნაშავეს, საუბრობენ, რომ აგენტი ვარ და „გლობალური ომის პარტია“ მიმაგრებს ზურგს, თურმე, ტრენინგებზე მასწავლიდნენ სილის გაწვნას, თურმე დავალება მომცეს, პოლიციის დაკნინებასა და სისტემის ჩამოშლაზე ვმუშაობდი, ათასი სიგიჟე და ბოდვა … არ გეგონოთ ამას შემთხვევითი პირები ამბობდნენ, ისინი ძალაუფლებაში არიან და მმართველ გუნდს წარმოადგენენ. წინა სასამართლოზეც ვთქვი, რომ განსაკუთრებით კობახიძე აქტიურობს. მივმართავ ირაკლი კობახიძეს: პოლიციელის ღირსების შელახვას „დით სთეითი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე. პოლიციელის ღირსების შელახვას „დით სთეითი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე. პოლიციის ღირსებას მაშინ შეილახა, როცა არ გამოიძიეთ ისეთი საქმეები, როგორიცაა გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, ალექსანდრე ქეშელაშვილზე, გიორგი შეწირულზე თავდასხმის გამოუძიებლობაა. რასაც მათ უკეთებენ, ესაა თავდასხმა.თავ-პირი დაულეწეთ ახალგაზრდებს და არც ეს საქმეები გამოიძიეთ. ამიტომაც ძალიან მიჭირს და არაფერს ვამბობ იმ ღირსების შემლახველ ქმედებაზე, რაც პოლიციამ ჩაიდინა“,- აღნიშნა ამაღლობელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: ამ “არ მოწონებებში” ჩვენ შეგვრჩა, წამება წვალება, სისხლი, უბედურება რუსი ოკუპანტის მიერ ნაწამები განადგურებული ხალხი და თამაშგარე მდგომარეობაში დამარცხებულ ბითურ, ტერორისტად ქცეულ რუსეთთან ორბიტაზე ჩარჩენილი საქართველო, ამ კოლაბორაციონალი “ხელისუფლებით “!

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი – ბრალდების მხარეს არ აქვს დადასტურებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას