“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა თავის საბლოო სიტყვაში ნინო დათაშვილის შესახებ ისაუბრა. დათაშვილს, რომელიც იმავე ბრალდებითაა დაკავებული, მზნეობა უსურვა და განაცხადა, რომ “რეჟიმი საკადრის პასუხს მიიღებს”.
“4 აგვისტო მონიშნული მქონდა როგორც თარიღი, როცა ნინო დათაშვილი, სინდისის პატიმარი, მარტოხელა დედა, მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს. ისიც იმ დაწესებულებაშია, სადაც მე. თუმცა ისეთ პირობებში ვართ, შემთხვევითაც ვერ გადავეყრებით ერთმანეთს. ნინო, გამაგრდი, მარტო არ ხარ. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ პროკურატურა ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს, სულ ჩამოვიცალე. მიჭირს გავიხსენო, როდის იყო მორალისგან დაცლილი ასე სისტემა. მერე გავიხსენე ნინოს სიტყვები, მე მსხვერპლი არ ვარო და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა. ნინო, რეჟიმი საკადრის პასუხს მიიღებს.
ბრაზის და უსამართლობის გამო, ბატონო პროკურორებო, მეც ამიწყლიანდება ხოლმე თვალები, ენაც მებმება და სიტყვებს ვერ ვპოულობ, ხმაც მებზარება. რას იტყვით, საჭიროებს ეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას? დათაშვილის ფაქტის გამო ბევრი სათქმელი უმნიშვნელო გახდა”, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.
მზია ამაღლობელის საბოლოო სიტყვის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ მისი განაჩენი გამოცხადდებოდა. თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სხდომა 6 აგვისტოს, 14:00 საათამდე გადადო.
