– მზიას განაჩენი უმძიმესი განაჩენი იქნება „ქართული ოცნებისთვის“

სიტყვა „სამართალი“ ამ კედლებში აღარ არსებობს – 6 აგვისტო, მზიას განაჩენის დღე იქნება „ქართული ოცნების“ უმძიმესი განაჩენი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი უკვე იქცა გაუტეხელობის და ყველაზე დიდი სიმამაცის სიმბოლოდ.
„6 აგვისტო, მზიას განაჩენის დღე, იქნება „ქართული ოცნების“ უმძიმესი განაჩენი. მზია უკვე იქცა გაუტეხელობის და ყველაზე დიდი სიმამაცის სიმბოლოდ. ყველაზე მთავარია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. ადამიანები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალს. ეს არის სწორედ გარდაუვალი გამარჯვების საწინდარი.
რაც შეეხება მოლოდინს, როგორ შეიძლება კარგი მოლოდინი გვქონდეს უსამართლო ე.წ. ხელისუფლებისგან და სასამართლოსგან, რომელსაც შეიძლება ყველაფერი დავარქვათ, სასამართლოს გარდა. სიტყვა „სამართალი“ ამ კედლებში აღარ არსებობს,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა