“ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ მზია ამაღლობელს” – სალომე ზურაბიშვილი

ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ მზია ამაღლობელს, მათ შორის, ფსიქოლოგიურადაც – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში განაცხადა.
“ძალიან მძიმე დღეა. ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ [მზია ამაღლობელს]. ეს წასვლა-წამოსვლა რთულია. ცხადია, რთულია ფსიქოლოგიურადაც, როცა ელოდები, რომ დღეს იქნება განაჩენი და კიდევ გადაიდო. სრულად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ბოლომდე შეესწავლა, შაბათ-კვირა იყო,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მოსამართლე 6 აგვისტოს გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა