“იტალიელებს ხომ ჰყავთ პაზოლინი, ფელინი, ჰოდა შენ ხარ ელდარინოო” – ეხუმრებოდა ჯანუკი

ვახ, ჩემი ოჯახის, ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი ოქროს ფურცელი, ჯანუკის მეგობარი ელდარ შენგელაია წავიდა.
ელდარინო (ასე ეძახდა) ჯანსუღი მოფერებით -“იტალიელებს ხომ ჰყავთ პაზოლინი, ფელინი, ჰოდა შენ ხარ ელდარინოო” ეხუმრებოდა ჯანუკი
მართლაც ამ ეპოქის გენიალური რეჟისორი ელდარ შენგელაია წავიდა- გარდაიცვალა.
მიყვარხარ და ჯანუკივით მომენატრები.
ჯანსუღი როგორც იტყოდა:
“მშვიდობით არა, ნახვამდის
გიმზერ მზის სხივით მოფენილს,
რა შორი გზაა სახლამდის,
წამია წუთისოფელი.”

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, საიდანაც კარგი გამოსავალი არ აქვს, ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ – მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია