რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს 5 აგვისტოს ვერ მოემსახურება

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს განაახლებს.
„რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება. საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე