2025 წლის მდგომარეობით, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულია 22 ქვეყანაში. მათგან ზოგ ქვეყანაში დაშვებულია არა ქორწინება, არამედ სამოქალაქო პარტნიორობა.
ქვეყნები, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია (2025 წლის მონაცემებით):
· ნიდერლანდები (დაკანონდა 2001 წელს და ეს იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში)
· ბელგია (დაკანონდა 2003 წელს)
· ესპანეთი (დაკანონდა 2005 წელს)
· შვედეთი (დაკანონდა 2009 წელს)
· პორტუგალია (დაკანონდა 2010 წელს)
· დანია (დაკანონდა 2012 წელს)
· საფრანგეთი (დაკანონდა 2013 წელს)
· ლუქსემბურგი (დაკანონდა 2015 წელს)
· ფინეთი (დაკანონდა 2017 წელს)
· გერმანია (დაკანონდა 2017 წელს)
· მალტა (დაკანონდა 2017 წელს)
· ავსტრია (დაკანონდა 2019 წელს)
· ირლანდია (საკითხი გადაწყდა რეფერენდუმზე 2015 წელს)
· სლოვენია (დაკანონდა 2022 წელს)
· ესტონეთი (დაკანონდა 2024 წელს. ეს იყო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა)
· საბერძნეთი (დაკანონდა 2024 წელს. ეს იყო პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა)
· ლატვია (დაკანონდა 2024 წელს)
· ლიტვა (დაკანონდა 2025 წელს, მაგრამ ძალაში შევა 2026 წელს)
· ხორვატია (არ მოქმედებს ქორწინება, არამედ ,,ცივილური პარტნიორობა”)
· ჩეხეთი (კანონი პარლამენტმა დაამტკიცა 2025 წელს, თუმცა ძალაში შევა წლის ბოლოს)
· იტალია (არსებობს პარტნიორობა, მაგრამ არა ქორწინება)
· კვიპროსი (დაშვებულია მხოლოდ პარტნიორობა)
ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სადაც მხოლოდ პარტნიორობაა დაშვებული:
· იტალია;
· უნგრეთი;
· ჩეხეთი (დროებით, კანონი ძალაში შევა 2025 წელს);
· კვიპროსი;
· ხორვატია;
ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სადაც არც ერთსქესიანთა ქორწინებაა დაშვებული და არც პარტნიორობა:
· ბულგარეთი;
· პოლონეთი;
· რუმინეთი;
· სლოვაკეთი;
ერთსქესიანთა ქორწინების საერთო რაოდენობა 1-დან 4 %-მდე მერყეობს. ქვემოთ მოცემულია კონკრეტული მაგალითები:
· ესპანეთი – 2024 წელს ერთსქესიანთა ქორწინების წილი დაახლოებით 3,4% იყო.
· გერმანია – 2024 წელს ერთსქესიანთა ქორწინება მთლიანი რაოდენობის 2,53%-ს შეადგენდა;
· საფრანგეთი – 2013 წელს ერთსქესიანთა ქორწინების წილი იყო 3%, 2014 წელს კი 4%;
· ბელგია – 2023 წელს ბრიუსელში ერთსქესიანთა ქორწინების წილი 3,3%-ს შეადგენდა. მთლიან ქვეყანაში დაახლოებით 3-4% იყო;
· ირლანდია – 2023 წელს ერთსქესიანთა ქორწინება მთლიანი რაოდენობის 3.1%-ს შეადგენდა;
· ფინეთი – 2024 წელს 21 420 ქორწინება აღირიცხა, საიდანაც ერთსქესიანთა შორის იყო 425. რაც დაახლოებით 2%-ია.
