ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო – ირაკლი კობახიძე

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს.
ელდარ შენგელაიას სახით, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“ და ა.შ. არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.
როგორც ელდარ შენგელაიას გასაოცარი და ყველასთვის საყვარელი ფილმები, ისე ხსოვნა ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორზე სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის გულებსა და ქვეყნის ისტორიაში” – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში.
Previous: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება