ზელენსკიმ 94 პირი დაასანქცირა – მათ შორის საქართველოს 2 მოქალაქეა

უკრაინამ ს ჩრდილოვანი ფლოტის გემების კაპიტნებს სანქციები დაუწესა. სანქცირებული პირების სრული  ჩამონათვალი უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სანქციების სიაში მოხვედრილი ორი საქართველოს მოქალაქე 1989 წლის 19 იანვარს დაბადებული კახა ბორჩხაძე და 1975 წლის 25 ნოემბერს დაბადებული ირაკლი ცინცაძე არიან. სიაში დამატებითი დეტალები ნახსენები არაა. სანქციებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და აქ არსებული აქტივების გაყინვას მოიაზრებს, ათწლიანი ვადა ექნება. სანქცირებული პირები, სავარაუდოდ, მეზღვაურები არიან.

სოციალურ ქსელებში არსებული ინფორმაციით, კახა ბორჩხაძე კვიპროსში დაფუძნებული საზღვაო კომპანიის, Sparta Shipmanagement-ის მიერ დაქირავებული კაპიტანია.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, საიდანაც კარგი გამოსავალი არ აქვს, ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ – მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია