სანდრო გეგეჭკორი მე-13 საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე – “Euregio Piano Award” პირველი პრემიის მფლობელი გახდა

გერმანიის ქალაქ გეილენკირხენის მე-13 საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე “Euregio Piano Award” ქართველმა პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა პირველი ადგილი აიღო.
ფინალურ ტურში სამი ქვეყნის წარმომადგენელი: დავიდე რანალდი(იტალია), ჰიუნ პარკი (სამხრეთ კორეა) და სანდრო გეგეჭკორი (საქართველო) უკრავდა ევრეგიოს კამერულ ორკესტრთან და კონსტანტინ ილიევსკისთან ერთად.
საბოლოოდ, სანდრო გეგეჭკორმა გაიმარჯვა და პირველი პრემიის მფლობელი გახდა.
„ავიღე პირველი პრემია და ყველა სპეციალური პრიზი. საქართველო, წინ“, – დაწერა სანდრომ სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე