როდესაც სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა

როდესაც სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა
როდესაც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურად სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, რაც ფაქტიურად უკვე მომხდარია, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, გაუმკლავდეს დიპ სტეიტის მიერვე ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
როგორც მის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, ქვეყნებს მართავენ ის კორპორაციები, რომლებიც ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც დიპ სტეიტის საკუთრებაა, შესაბამისად, კორპორაციული მმართველობის შემოღება ოლიგარქიული ოჯახების მმართველობის პირდაპირი ლეგალიზაცია იქნება.
„რომელი კორპორაციები მომართავენ ქვეყნებს? კორპორაციები, რომლებიც ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც სწორედ დიპ სტეიტის საკუთრებაა. ეს იქნება ოლიგარქიული ოჯახების მმართველობის პირდაპირი ლეგალიზაცია.
-შიც ფაქტობრივად იგივე პროცესები მიდის, ერთი განსხვავებით – აქ ეკონომიკის დანგრევა არაფერში სჭირდებათ. დიპ სტეიტი ისედაც სრულად აკონტროლებს აშშ-ის ყველა სტრუქტურას და ქვეყნის ეკონომიკა “ბლეკ როკისა” და “რდის”, ანუ ოლიგარქიული ოჯახების ხელშია. ამიტომ, მათ შორის ევროპის ნგრევის ხარჯზე, როდესაც ისინი აშშ-ის ეკონომიკას აძლიერებენ, ერთმნიშვნელოვნად აძლიერებენ საკუთარ თავს და ძლიერ მუშტს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.“ – წერს შათირიშვილი.
მისივე განცხადებით, პოლიტიკოსების დისკრედიტაციის კუთხით, აშშ-ში უფრო დრამატული ვითარებაა, რის მაგალითადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ც გამოდგება. შათირიშვილი მიიჩნევს, რომ ამ მასკარადის მიზანი, საზოგადოების თვალში პოლიტიკოსების, სახელმწიფოს ცნების დაკნინება და მმართველობის ახალი ფორმის, კორპორაციული მმართველობის შემოღებაა.
„აი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის კუთხით კი, აშშ-ში კიდევ უფრო დრამატული ვითარებაა. გაიხსენეთ ბაიდენი, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა და ქაღალდზე ხელმოწერის უნარი ჰქონდა დაკარგული. როგორ დაატარებდნენ მას ქალაქ-ქალაქ და როგორ გახადეს მსოფლიოს დასაცინად. გაიხსენეთ , რომელიც თავისი გონებრივი გაქანებით კოლეჯის პედაგოგადაც კი ვერ იმუშავებდა, ამ დროს, ამერიკელებს პრეზიდენტობის კანდიდატად შესთავაზეს. შეხედეთ დონალდ ტრამპს – თუ როგორ ექცევიან პატრონები, დღეს ერთს ათქმევინებენ, ხვალ სრულიად საპირისპიროს, ხან გრენლანდიის აღებით იმუქრება, თან ნობელის პრემიას ითხოვს მშვიდობის დარგში და თან ირანს ბომბავს. ალაპარაკეს რომ ყველა ომს 3 დღეში დაასრულებდა, მისი მოსვლის შემდეგ კი 5 ახალი ომი დაიწყო. ცხადია, ამ მასკარადის მიზანიც საზოგადოების თვალში პოლიტიკოსების, სახელმწიფოს ცნების დაკნინება და მმართველობის ახალი ფორმის, კორპორაციული მმართველობის შემოღებაა.“ – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.
Next: დიფ სტეიტს მმართველობის ლეგალიზებისთვის პლაცდარმი მზად აქვს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში. აირჩევენ ყველაზე ეფექტურ ქვეყანას, რომ უმოკლეს ვადებში აჩვენონ ხალხს კორპორაციული მმართველობის აბსოლუტური “სიჯანსაღე” და შემდგომ დომინოს ეფექტით შემოაღებინონ სხვა ქვეყნებს კორპორაციული მმართველობა

ასევე დაგაინტერესებთ

ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება, საქართველოს მოქალაქისთვის სრულიად გაუგებარია ხოლმე, ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოხვედრა

კომისიის დასკვნაში არის მასალა, რომელიც ეყრდნობა რეალურ ფაქტებს, გარემოებებს. მასალა არის აბსოლუტურად დოკუმენტური, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მგონია, რომ რამე დოკუმენტი მოიძებნებოდეს, როგორც ეს ასახულია, დღევანდელი კომისიის დასკვნაში