ძლიერი წვიმის გამო, პეკინის უმეტეს ნაწილში უსაფრთხოების მაქსიმალური დონე გამოცხადდა

ძლიერი წვიმის გამო, პეკინის უმეტეს ნაწილში უსაფრთხოების მაქსიმალური დონე გამოცხადდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს აუცილებელი საჭიროების გარდა საცხოვრებლები არ დატოვონ.
მათივე ცნობით, ქვეყნის სამხრეთ პროვინცია გუანდუნგში, შაბათ-კვირას, მასშტაბური სამძებრო ოპერაციის შემდეგ, რომელშიც 1300-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა, ხუთი ცხედარი იპოვეს, რომლებიც წყალდიდობის ემსხვერპლნენ.
ივლისის ბოლოს პეკინში რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა. მათი უმეტესობა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანში, მიუნის რაიონში, მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე