უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 29 “შაჰიდის” ტიპის დრონი გაუშვეს. უკრაინელებმა 21 მათგანი ჩამოაგდეს.
როგორც უწყება ამბობს, ოკუპანტები მათ რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდან უტევდნენ.
“შეტევა გაგრძელდა ორ ტალღად პრიმოსკო-ახტარსკის რეგიონიდან და კონცხ ჩაუდიდან… მიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადისა და ხმელნიცკის რაიონებში საჰაერო თავდაცვამ 29 თავდასხმის თვითმფრინავიდან 21 ჩამოაგდო,” – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.