არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგება: ყველა, ვინც სიმართლის გულისთვის იტანჯება, არ თმობს, ციხეშია, დევნილობაშია, ყველა მართლმადიდებელია (video)

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგება:
“ჩვენ სიმართლისთვის ჯვარცმული ღმერთის მიმდევრები ვართ. ყველა, ვინც სიმართლის გულისთვის იტანჯება, არ თმობს, ციხეშია, დევნილობაშია, ყველა მართლმადიდებელია. ხოლო ის, ვინც კეისრისგან იღებს სარჩო-საბადებელს და უფრო მეტს, ის არ არის მართლმადიდებელი. მართლმადიდებლობა ზუსტად სიმართლისთვის თავდადებულობაშია, ბოროტების არდათმობაშია, არაღიარებაშია.
როცა ცრუს არ აღიარებ, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლით ცხოვრობ, შეიძლება პური გაკლდეს, შეიძლება საჭმელი გაკლდეს, შეიძლება ციხეში იყო, მაგრამ არ თმობ და მტკიცედ დგახარ… ასეთები არიან დღეს სინდისის პატიმრები. […] ისინი ერს სინდისს უნარჩუნებენ. ერის ღირსების შემნარჩუნებლები არიან.”

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”