პრემიერ-მინისტრმა შოვში სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

პრემიერ-მინისტრმა შოვში სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება ს უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ შოვში განაცხადა, სადაც სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ სთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროცესს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. გარდა ამისა, ახლო მომავალში დაიწყება 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომლის პროექტი უკვე მომზადებულია.
„ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს. მანამდე არ არსებობდა პრეცედენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან

არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას