ეს ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია რისკები და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება, უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო, სწორედ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება

ეს ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია რისკები და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება, უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო, სწორედ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება
შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინის მიერ ერთსქესიანი ქორწინების საკითხის დარეგულირებას შეეხებოდა, შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო, სწორედ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება.
„ჩვენ ვსაუბრობდით სერიოზულ საფრთხეებზე, რაც ამ თემასთანაა დაკავშირებული. ძალიან აქტიურად წარმოებს პროპაგანდა ამ მიმართულებით, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის ევროპაში, ამერიკის კონტინენტზე, მსოფლიოს სხვადასხვა სივრცეში. ეს ყველაფერი აისახება პირდაპირ სტატისტიკაზე, პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ადმიანის პიროვნულ იდენტობას და ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. შვედეთის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადებაც შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო, სწორედ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება, რომელსაც მაქსიმალურად დავიცავთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას

სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე, მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება

საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი