ხაზარაძე-ჯაფარიძეს სურდათ ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება

ხაზარაძე-ჯაფარიძეს სურდათ ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება
ხაზარაძე-ჯაფარიძეს სურდათ, ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა საბოლოოდ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია ორნიშნა შედეგის მიღწევასაც ვერ ახერხებს არჩევნებზე და ეს არის ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერების რეპუტაციასთანაც კავშირში.
„ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ამ ადამიანებს სურდათ ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა საბოლოოდ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება. დანარჩენზე საზოგადოება მსჯელობს. ყველფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეს პოლიტიკური პარტია ორნიშნა შედეგის მიღწევასაც ვერ ახერხებს არჩევნებზე, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს ყველფერი არის მათ შორის, პოლიტიკური პარტიის ლიდერების რეპუტაციასთანაც კავშირში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Next: ეს ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია რისკები და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება, უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო, სწორედ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს