როგორ და რატომ გაიზარდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი

2023 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.8%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.6%-იანი ზრდით, რამაც 0.66 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 13.3 პროცენტით. როგორც უწყებაში განმარტავენ, ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 29.5-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.6-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად 6.65 და 4.35 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.