უკრაინაში სამხედრო ტექნიკის შესყიდვის კორუფციულ სქემა გაშიფრეს

უკრაინის პრეზიდენტმა, მ „აბსოლუტურად ამორალური“ უწოდა კორუფციულ სქემებს სამხედრო ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნულმა ანტიკორუფციულიმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გამოავლინეს.
როგორც ირკვევა, კორუფციული სქემაში ჩართული პირები კომპანიისგან საბრძოლო ტექნიკას იმაზე მაღალ ფასად ყიდულობდნენ სახელმწიფო ხარჯებით, ვიდრე ღირდა, ხოლო სხვაობას თავად იტოვებდნენ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა აღნიშნულ საქმეში ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს უმაღლესი რადას დეპუტატი, რაიონული და საქალაქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, ასევე ეროვნული გვარდიის სამხედროები.
„ამის გამო სრული და სამართლიანი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ველოდები სამართლიან განაჩენებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.
წყაროების თანახმად, ბრალდებულებს შორისაა პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ალექსეი კუზნეცოვი, მუკაჩევოს რაიონის ხელმძღვანელი და ლუგანსკის ყოფილი გუბერნატორი.
ამასთან, კუზნეცოვის წევრობა „ხალხის მსახურის“ ფრაქციაში დროებით შეჩერდება გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში და როგორც უკრაინული მედია წერს, პარტიიდან მის გარიცხვასაც გეგმავენ.