ლარი ელისონი მე-2 ადამიანია, რომლის ჯამურმა კაპიტალმა 300 მლრდ დოლარს გადააჭარბა

კომპანია Oracle Corporation-ის დამფუძნებელი, ლარი ელისონი, ისტორიაში მე-2 ადამიანია, რომლის ჯამურმა კაპიტალმა, Bloomberg-ის მონაცემებით, 300 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
29 ივლისის შეფასებით, ელისონის ქონება 301 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა, რითაც ის, ილონ მასკის შემდეგ, გახდა მეორე ადამიანი, ვინც 300-მილიარდიან ნიშნულს გადააბიჯა და ამჟამად Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მე-2 ადგილს იკავებს – წინ სწორედ მასკია.
Bloomberg-ის დღევანდელი შეფასებით, ელისონის ჯამური კაპიტალი 305 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მასკის მაჩვენებელზე 51 მლრდ დოლარით ნაკლებია, ხოლო მე-3 ადგილსან მარკ ცუკერბერგისაზე – 34 მლრდ დოლარით მეტი.
1-ლი აგვისტოს მონაცემებით, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის ტოპ-10 ასე გამოიყურება:
· ილონ მასკი (Tesla) – 356 მლრდ აშშ დოლარი;
· ლარი ელისონი (Oracle) – 305 მლრდ აშშ დოლარი;
· მარკ ცუკერბერგი (Meta) – 271 მლრდ აშშ დოლარი;
· ჯეფ ბეზოსი (Amazon) – 254 მლრდ აშშ დოლარი;
· სტივ ბალმერი (Microsoft) – 183 მლრდ აშშ დოლარი;
· ლარი პეიჯი (Google) – 173 მლრდ აშშ დოლარი;
· სერგეი ბრინი (Google) – 162 მლრდ აშშ დოლარი;
· იენსენ ჰუანი (Nvidia) – 155 მლრდ აშშ დოლარი;
· ბერნარდ არნო (LVMH) – 153 მლრდ აშშ დოლარი;
· უორენ ბაფეტი (Berkshire Hathaway) – 144 მლრდ აშშ დოლარი.
შედარებისთვის, ბოლო 1-წლიან საანგარიშო პერიოდში, ელისონის კაპიტალი 112 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა, ეს იმ ფონზე, როცა მასკის ქონება 76.5 მლრდ აშშ დოლარით არის შემცირებული.
ინფორმაციისთვის გეტყვით იმასაც, რომ, იმავე Bloomberg-ის შეფასებით, 2024 წლის 12 დეკემბერს, ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ 400 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად კორუფციის შემთხვევებისგან“ – ირაკლი კობახიძე