კინოჩვენებებისა და საჯარო განხილვების კვირეული, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებს და ისტორიულ სიმართლეს ეძღვნება – რუსთაველის გამზირზე „აგვისტოს ომის კინოქრონიკის” ჩვენება შედგა.
1აგვისტოდან 8 აგვისტომდე დედაქალაქის მთავარ გამზირზე 2008 წლის ომის თემატიკაზე შექმნილ დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენება გაიმართება. ფილმები ასახავს ომის დაწყების წინაპირობებს; რუსეთის სამხედრო აგრესიას; ჰუმანიტარულ ტრაგედიებს და საქართველოს დაუმარცხებელ სულს.
თითოეულ ჩვენებას მოჰყვება დისკუსია რეჟისორებთან, მკვლევრებთან, ჟურნალისტებთან და იმ ადამიანებთან, ვისაც ეს ტრაგედია პირადად შეეხო. ამ კვირეულით: პატივს მივაგებთ გმირებს, ვუამბობთ სიმართლეს ომის შესახებ და ვამხელთ რუსულ დეზინფორმაციას.
