Reuters: ინდოეთი გააგრძელებს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას

ინდოეთი გააგრძელებს სგან ნავთობის შესყიდვას, მიუხედავად -ის პრეზიდენტის, ს მუქარისა ჯარიმების შესახებ – ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი ინდოეთის მთავრობის ორ, ანონიმურად დატოვებულ წყაროზე დაყრდნობით.
“ეს გრძელვადიანი კონტრაქტებია… არ არის ადვილი შესყიდვის ერთ დღეში შეწყვეტა” – უთხრა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ.
ტრამპმა გასულ თვეში თავისი სოციალური ქსელით, Truth Social-ით დაწერა, რომ ინდოეთს დამატებითი სანქციები დაუწესდება რუსეთის იარაღის და ნავთობის შესყიდვისთვის. 1 აგვისტოს ტრამპმა ჟურნალისტებს აცნობა, როგორც მითხრეს, ინდოეთი აღარ შეისყიდის ნავთობს რუსეთისგანო.
გამოცემა The New York Times-ი შაბათს ავრცელებს ინდოეთის ორი, ასევე ანონიმურად დატოვებული ოფიციალური პირის სიტყვებს – რომ ინდოეთის მთავრობის პოლიტიკა უცვლელი რჩება. ერთ-ერთი წყარო გამოცემას ეუბნება, რომ მთავრობას “ნავთობის კომპანიებისთვის არანაირი დავალება არ მიუცია” რუსეთისგან იმპორტის შესამცირებლად.
მიმდინარე კვირაში Reuters-ი იუწყებოდა, რომ ინდოეთის სახელმწიფო კომპანიებმა შეწყვიტეს რუსეთის ნავთობის შესყიდვა – მას მერე, რაც ივნისში ფასდაკლებები შემცირდა.
Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონში თეთრ სახლს ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია კომენტარის შესახებ თხოვნაზე.
ივლისის ბოლოს ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრემლს ათდღიანი ვადა დაუწესა სთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – ნაცვლად 50 დღისა, რომელზეც ტრამპი მანამდე ლაპარაკობდა. აშშ კვლავ მოითხოვს ზავს, მიანიშნებს, რომ მზადაა ცეცხლის შესაწყვეტად წინასწარი პირობების გარეშე. მოსკოვი ამ წინადადებას არ თანხმდება.
ინდოეთისთვის რუსეთი ნავთობის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია – მასზე მოდის ამ ქვეყნის იმპორტის დაახლოებით 35 პროცენტი. Reuters-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში ინდოეთს მიეწოდებოდა 1.75 მილიონ ბარელამდე რუსული ნავთობი დღეში – რაც 1 პროცენტით მეტია შარშანდელ მონაცემთან შედარებით.
ფორუმი