“დე ლაურენტისმა მოგვატყუა” – პოლიტანოს აგენტი

“ნაპოლის” გარემარბმა მატეო პოლიტანომ შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი შეიცვალოს. იტალიელის დამატებით არაბული “ალ შაბაბი” ინტერესდება.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი პოლიტანოს აგენტმა მარიო გუფრედიმ გააკეთა. მისი თქმით, “პარტენოპეის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტსა და გაუმჯობესებულ ხელფასს შეჰპირდა, თუმცა კინოპროდიუსერმა პირობა დაარღვია.
“დე ლაურენტისთან ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ კიდევ ზაფხულში ვისაუბრეთ, მოლაპარაკებები შემდგომ თვეებშიც გავმართეთ და პრეზიდენტი პირადად შემპირდა, რომ ამ საკითხს მალე მოაგვარებდა. არაბეთიდან შემოთავაზება მივიღეთ, ჩვენ კი გადაწყვეტილება “ნაპოლის” მივანდეთ.
აურელიომ კარგად იცის, პოლიტანო რას წარმოადგენს. დე ლაურენტისისგან
პასუხი მალევე უნდა მივიღოთ, რადგან დრო გადის და ეს მატეოსადმი უპატივცემულობაა”, – განაცხადა გიუფრედიმ.
შეგახსენებთ, “ნაპოლიმ” პოლიტანო მილანის “ინტერიდან” 2021 წელს, 13.7 მილიონ ევროდ შეიძინა.