გიორგი ვოლსკის შეფასებით, პოლიტიკური კორუფციაა, როდესაც ელჩი პოლიტიკური ლიდერისგან სახლს ხელშეკრულების გარეშე ქირაობს

არსებობს თუ არა ქირავნობის ან საიჯარო ხელშეკრულება ქონებაზე, რომელსაც პეტერ ფიშერი ქირაობს და რომლის ღირებულებაც, მამუკა ხაზარაძის დეკლარაციის თანახმად, 500 000-ს ლარს შეადგენს – აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება. სახელისუფლებო გუნდი პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, “საშემოსავლო გადასახადის დამალვის გარდა, ეს სერიოზული პოლიტიკური თემაა.”
“საშემოსავლო გადასახადის დამალვის გარდა, ეს სერიოზული პოლიტიკური თემაა. თუ ეს ასეა, ჩვენ, მაგალითად, არ ვიცით, რას გულისხმობს გერმანიის კანონი, მაგრამ ყველანაირი წესი და ნორმა დარღვეულია, როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებელთან. მით უმეტეს, თუ გამქირავებელი პოლიტიკური პარტიის ლიდერად არის ცნობილი. შესაბამისად, ეს ელჩიც მის პოზიციას უჭერს მხარს, მათ შორის საკმაოდ აგრესიულად. ამას შეიძლება, დავარქვათ პოლიტიკური კორუფცია”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება