სომხეთი სომხურ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლება Eagle Partner 2025-ს უმასპინძლებს

სომხეთი სომხურ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლება Eagle Partner 2025-ს უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადა, ევროპასა და აფრიკაში -ის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნების მიზანს სამშვიდობო ოპერაციებისთვის, კერძოდ, სამედიცინო ევაკუაციის პროცედურებისთვის მომზადება წარმოადგენს.
სომხეთ-აშშ-ის ერთობლივი წვრთნები Eagle Partner 2025 სომხეთში 12-20 აგვისტოს გაიმართება.