დონალდ ტრამპი – თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, სანქციებს დავაწესებთ – პუტინი ნამდვილად კერკეტი კაკალია, თუმცა გაკვირვებული ვარ – არაერთი კარგი საუბარი გვქონდა, სადაც შეგვეძლო ომის დასრულება და შემდეგ უცებ ბომბები ცვივა

თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ სანქციებს დავაწესებთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე ბევრჯერ ვესაუბრე პუტინს და მგონია, რომ ძალიან კარგი საუბრები გვქონდა. შემდეგ სახლში მივდივარ და ვხედავ, რომ კიევში და კიდევ რამდენიმე ქალაქში ბომბი ჩამოაგდეს და ხალხი დაიღუპა. შესაძლოა, მას [უკრაინის] მთლიანად ხელში ჩაგდება უნდა. მგონია, ეს მისთვის ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ს პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე შეხედულება შეეცვალა თუ არა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა“.
„თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ სანქციებს დავაწესებთ. პუტინმა იცის, როგორ აირიდოს სანქციები. ის ნამდვილად კერკეტი კაკალია. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. თუმცა გაკვირვებული ვარ. არაერთი კარგი საუბარი გვქონდა, სადაც შეგვეძლო ომის დასრულება და შემდეგ უცებ ბომბები ცვივა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ს განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ხშირად ბევრს ლაპარაკობს და მის მიერ გაგზავნილი ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთთან ახლოს არიან.
„მსგავსი რაღაცები წარსულშიც უთქვამს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ მიზნით რეგიონში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი გავგზავნე. უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ მისი სიტყვები მხოლოდ სიტყვებია და სხვა არაფერი. ისინი რუსეთთან უფრო ახლოს არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.