როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
ს ჯგუფის” (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 3.74%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 76.30 გირვანქა სტერლინგია.
ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.96%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 47.40 გირვანქა სტერლინგი ღირს.
“საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ფასი 0.95%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 21.35 გირვანქა სტერლინგია.
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია 3.75 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. “თიბისი ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.61 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება ხოლო, “საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 995 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მაჩვენებლებს, ბოლო 6 თვეში “საქართველოს ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი 60.46%-ითაა გაზრდილი, “თიბისი ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი 41.92%-ით, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” აქციების ღირებულება 76.16%-ით გაიზარდა.
როგორ იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ “კომერსანტის” სტატიებიდან.
წყარო: Gult & taggart