ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და გამშვები მოწყობილობები მიაწოდა – ჯონ კირბი

ჩრდილოეთ კორეამ ახლახან მიაწოდა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და გამშვები მოწყობილობები, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, მ განაცხადა.
„ჩვენი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გამშვები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. 2023 წლის 30 დეკემბერს რუსულმა ძალებმა ში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებიდან, სულ მცირე, ერთი გაუშვეს. როგორც ჩანს, ეს რაკეტა ღია ველში დაეშვა ზაპის რეგიონში. 2 იანვარს რუსეთმა გაუშვა მრავალი ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტა უკრაინაში, მათ შორის ღამის საჰაერო თავდასხმის დროს“, – განაცხადა კირბიმ.
ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ შეშფოთებულია სა და ირანის მოლაპარაკებებით ბალისტიკური რაკეტების შეძენასთან დაკავშირებით.
„ამ დროისთვის ჩვენ არ გვჯერა, რომ ირანმა მიაწოდა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები, თუმცა აშშ შეშფოთებულია, რომ რუსეთის მოლაპარაკებები ირანიდან ბალისტიკური რაკეტების შესაძენად აქტიურად მიიწევს წინ“, – აღნიშნა კირბიმ.
მისივე თქმით, რუსეთთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა არის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა.
„ყველაზე ეფექტური პასუხი რუსეთის საშინელ ძალადობაზე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არის უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ამისათვის ჩვენ გვჭირდება, რომ კონგრესმა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს ჩვენი დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა უკრაინისთვის“, – განაცხადა კირბიმ.
1tv.ge