ანასტასია კალანდაძე – გოგონა, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე ქართულსა და ინგლისურში მაქსიმალური ქულა მიიღო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ასევე უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

kvirispalitra.ge-სთვის ცნობილი გახდა იმ აბიტურიენტის ვინაობა, რომელმაც ორივე საგანში, ქართულსა და ინგლისურში მაქსიმალური ქულა მიიღო.

ანასტასია კალანდაძე აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო, მან ქართულში 60, ხოლო ინგლისურში 70 ქულა მოიპოვა.

– ანასტასია, როგორ შეძელი, რომ ქართულში და ინგლისურში მაქსიმალური ქულები აიღე?

– სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცი, თუმცა ალბათ ყველაფერი მომზადებას უკავშირდება, ძალიან დიდი შრომა ჩავდე მთელი წლის განმავლობაში, ჩემი მიზანი იყო მაქსიმალური ქულები მიმეღო. ინგლისურში ჩემით ვმეცადინეობდი, ქართულში კი რეპეტიტორთან დავდიოდი.

– რა არის გამოცდებზე წარმატების მისაღწევად მთავარი? ს

– ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად მთავარია თავდაჯერებულობა, ნაწარმოების გააზრება იმის გარეშეც შეგიძლია, პროგრამულად გავლილი გაქვს თუ არა. სიმშვიდის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი.

– ქართულის გამოცდაზე მაქსიმალური ქულების მოპოვება ბევრად უჭირთ აბიტურიენტებს, ვიდრე ინგლისურზე, როგორ ფიქრობ, რატომ?

– ქართულის გამოცდაზე მეც ყველაზე მეტად ვნერვიულობდი იმიტომ, რომ პროგრამა ძალიან ვრცელია და ბევრი ნაწარმოების სწავლა გიწევს, თუმცა მაქსიმალური ქულის აღება მიუღწეველი ნამდვილად არ არის.

– რა მიმართულებაზე და სად აბარებ?

– ჩემი არჩევანია ეკონომიკა და ვაბარებ ISET-ში (თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა).

– სკოლაში მიღებული განათლება საკმარისია კარგი შედეგების მოსაპოვებლად ?

– ვფიქრობ საკმარისია, თუ მოსწავლე კარგად სწავლობს და სისტემატურად მეცადინეობს, თუმცა რეპეტიტორის დახმარებაც საჭირო ხდება, განსაკუთრებით ქართულში.

– როგორი მოლოდინები გაქვს?

– ISET-ს საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამა აქვს და მგონია, რომ ძალიან დამეხმარება წარმატების მიღწევაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – შემაშფოთებელია შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ, ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის, ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს

სალომე სამადაშვილი ნინო დათაშვილზე – ეს არის ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციით – ალბათ „მონანიება“ გაგვახსენა ამ გადაწყვეტილებამ, მონანიებაც და სასჯელის მოხდაც ამის შემოქმედებს რეალობაში მოუწევთ