საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად ცვალებადია. ამ ვითარებაში მშვიდობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. სუს-ის ამოცანაა მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა

საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად ცვალებადია. ამ ვითარებაში მშვიდობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. სუს-ის ამოცანაა მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა
საქართველოს ირგვლივ არსებული უსაფრთხოების გარემო არაპროგნოზირებადი და მუდმივად ცვალებადია. ამ ვითარებაში მშვიდობა და სტაბილურობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა, უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, სუს-ის თანამშრომლები 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ და ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას, სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ღირსეული თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მათ და მათი ოჯახების მიმართ განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო. ჩემთვის დიდი პატივია ამ ადამიანების მხარდამხარ ქვეყნის სამსახურში ყოფნა. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ოფიცრების ხსოვნის წინაშე!“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს