ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია – მოქალაქეები სკანდირებენ: „თავისუფლება მზიას!“

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია. სასამართლოს გარეთა პერიმეტრზე მოქალაქეები არიან შეკრებილები. ისინი სკანდირებენ: „თავისუფლება მზიას!“
მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში იყვნენ სასამართლო შენობის გარეთ. პროცესი დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოქალაქეებს შეუერთდა მეხუთე პრეზიდენტი, .
შეკრებილებმა ერთმანეთს მოუწოდეს გააკეთონ ცოცხალი ჯაჭვი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელთა მისამართითაც შეკრებილები სკანდირებენ – “ცრუ მოწმეები!”
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა ადვოკატებმა წარმოთქვეს. სასამართლომ ასევე მოისმინა ადვოკატებისა და პროკურორების რეპლიკები.
მზია ამაღლობელი კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს, 13:00 საათზე მიმართავს.