თავდაცვის მინისტრი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, -ს განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ 91 წლის იუბილეს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მილოცვაში.
ბურჭულაძის თქმით, მისი უწმინდესობა არის ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი.
„საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ 91 წლის იუბილეს. მისი უწმინდესობა არის ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი, არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბის საზოგადო მოღვაწე და ჩვენი დროის გამორჩეული მოაზროვნე. ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას, მისი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის დიდხანს გაგრძელებასა და ქვეყნის ერთიანობას“, – წერია თავდაცვის მინისტრის მისალოც წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ