აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივენ უიტკოფი ღაზაში ჩავიდა. ეს აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.
პარასკევს, მან დაათვალიერა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ჰუმანიტარული დახმარების ოპერაცია, რომელიც, გაეროს შეფასებით, ნაწილობრივ პასუხისმგებელია ანკლავში სასიკვდილო პირობებზე.
გაეროს განცხადებით მაისიდან, მას შემდეგ, რაც ღაზას რეგიონში ღაზის ჰუმანიტარულმა ფონდმა დაიწყო ფუნქციონირება, დახმარების მიღების მცდელობისას 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა დახმარების ცენტრებთან განთავსებული ისრაელის ძალების მიერ სროლის შედეგად დაიღუპა.
გაერომ უარი თქვა ფონდთან თანამშრომლობაზე, რომელიც, მისი თქმით, დახმარებას საშიში გზებით ანაწილებს და არღვევს ჰუმანიტარული ნეიტრალიტეტის პრინციპებს, რაც ხელს უწყობს მთელ ტერიტორიაზე შიმშილის კრიზისის გაღრმავებას.ღაზის ჰუმანიტარული ფონდი კი აცხადებს, რომ მის განაწილების პუნქტებში არავინ დაღუპულა და ის დახმარების მიწოდებას გაეროზე უკეთესად ახერხებს.
აშშ-ის ელჩმა ისრაელში, მაიკ ჰაკაბიმ, რომელიც პარასკევს ვიტკოფთან ერთად ღაზაში იმყოფებოდა, X-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მშიერი ღაზელები მავთულხლართებს მიღმა არიან გამოსახულნი, იქვე კი ფონდის პლაკატია გაკრული, რომელზეც ამერიკის დროშაა გამოსახული წარწერით „მიწოდებულია 100,000,000 კერძი“.
ფორუმი
