არ არის ახალი, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს შეაგებონ, ასევე დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი, დავსხდეთ მაგიდაზე და ვისაუბროთ, ამის ნაცვლად ჩვენ უსტარებით და ევროპარლამენტის რეზოლუციებით გველაპარაკებიან

არ არის ახალი, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს შეაგებონ, ასევე დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი, დავსხდეთ მაგიდაზე და ვისაუბროთ, ამის ნაცვლად ჩვენ უსტარებით და ევროპარლამენტის რეზოლუციებით გველაპარაკებიან
არაერთი ნაბიჯი გადავდგით უკვე საგაზაფხულო სესიების განმავლობაში, რათა, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები ყოფილიყო გარანტირებული, როცა საქმე ეხებოდა მაგალითად – უკანონო მიგრაციას, თავშესაფრის პოლიტიკის საკითხებს, საინფორმაციო კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და ა.შ. – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკავშირიდან წამოსული მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.
მახაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთან კომუნიკაციისთვის არჩეული გზა არ არის ის, რომლითაც შენს პარტნიორ ქვეყანას უნდა ესაუბრო.
„რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, ეს არ არის ახალი, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს შეაგებონ, ასევე დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი, დავსხდეთ მაგიდაზე და ვისაუბროთ, ამის ნაცვლად ჩვენ უსტარებით, დეპეშებით და ევროპარლამენტის რეზოლუციებით გველაპარაკებიან. ეს არარის ის გზა და ის ნაბიჯი, როგორც უნდა ესაუბრო შენს პარტნიორს. პარტნიორს, რომელსაც აფასებ და რომელთანაც ურთიერთობაც შენთვის არ არის სულერთი“,-განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სინდისის პატიმრები და სინდისის მქონე ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ფაშისტების, კაცების გამაუპატიურებლების, მწამებლების არც მომხრეები და არც „სასარგებლო იდიოტები“. სინდისის პატიმრებს არასოდეს უსვრიათ „მოლოტოვის კოქტეილები“

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა – თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც