ლევან ხაბეიშვილი: ბიძინა, თუ მართლა გაქვს ერთი ადგილი და გჯერა შენი რუსული გუნდის, დაგველოდე 4 ოქტომბერს – შევერკინოთ!

“ლაშა ცანავამ თავისით გააღო თავისი საკნის კარი – ღირსეულად და ამაყად! ძალიან შეგეშალათ, ძალიან! ჩემს გვერდში თქვენნაირი მშიშარები და მხდალები  არ არიან. ჩემს გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები” – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა “ქართულ ოცნებას”.

მისი თქმით, “4 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების დღე იქნება” და  ამიტომ ეშინია ბიძინა ივანიშვილს.

“ბიძინა, თუ მართლა გაქვს ერთი ადგილი და გჯერა შენი რუსული გუნდის, დაგველოდე 4 ოქტომბერს – შევერკინოთ!“ – მიმართა მან “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს.

 “ოხანაშვილს, მდინარაძეს, ს, ბოდიში, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მიწევს, რომ ვთქვა – თავისნაირი ქვეშაფსია და პროჭები ჰგონიათ ყველა. ლაშა ცანავას, ჩემს მეგობარს, ადამიანს, რომელიც ჩემს უსაფრთხოებას იცავდა და სადაც იყო ჩემი შუბლი და კისერი, იქ იყო მისი მუშტი. ტიტუშკების თავდასხმა, ქვების სროლა, ვიღაცის მოგზავნა, კვერცხის სროლა, ქვის სროლა, ჩემს გვერდით იყო ყოველთვის ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეგობარი, ჩემი თანამებრძოლი ლაშა ცანავა. თქვენ გახსოვთ, რომ სანამ ცანავას დააკავებდნენ, გვერდზე დაწერეს, რომ სთვის ციხის კარი გაიხსნა და ზუსტად იმ საღამოს მოიტაცა სუსმა ლაშა ცანავა და უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ ბრალს რომელსაც ედავებიან – თაღლითობის მცდელობას, თაღლითობადაც არა, სუსი არ აკავებს ამაზე, ეს არ არის სუსის საქმე, ეს არის პოლიციის საქმე და დღეს ლაშა ცანავამ, ვაჟკაცი კაცი, რომელიც ვერ შეაშინეს, ვერ დააშინეს, ვერც ბევრი ფული რომ დაუდეს და უთხრეს, იცით რა?! ჩვენ ახლა რაღაც კადრები გვაქვს შეკერილი და აირჩიე, ან 9 წელი ან ხაბეიშვილს უთვალთვალე, ჩაწერე, გვითხარი სად გადაადგილდება, კამერა დაიბნიე და სდიე შენს მეგობარს იმისთვის, რომ მერე ფოხანაშვილმა, ჯეკამ, მდინარაძემ და კობახიძემ ხაბეიშვილი დაიჭიროს, მოვყვეთ როგორი ბრუტალურია და როგორ აპირებს რევოლუციის მოწყობას და შემდეგ ხმაში ამღერებს გარკვეულ ოპოზიციონერებს. ძალიან შეგეშალათ, ძალიან! ჩემს გვერდში თქვენნაირი მშიშარები, მხდალები და პროჭები არ არიან. ჩემს გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები, ვაჟკაცი ბიჭები და არაერთი და ასე თავაწეულმა და ღირსეულად ლაშა ცანავამ თავისით გააღო თავისი საკნის კარი. ცხადია მის ბრძოლას გავაგრძელებთ ჩვენ და არავის არ ეშინია და მინდა მივმართო ივანიშვილს – შენ ხო გიყვარს “პაპანიაწ” საუბარი, მოკრიმინალო საუბარი, ხომ მაგარი ბიჭი ხარ?! ხო დააყენე ახალი ჯეელი, მოდი აბა შევერკინოთ თუ მაგარი ხარ, ჩვენ ქართველი ხალხით და შენ შენი რუსალკებით, თუ ერთი ადგილი გაქვს დაგველოდე, ბევრ დროს არ გთხოვთ, 4 ოქტომბრამდე დაგველოდეთ. მივმართავ საზოგადოებას, 4 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესია არავინ არ დარჩეს სახლში, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო მარტივად, მშვიდად დავამარცხებთ და გავუშვებთ ამ ხელისუფლებას. 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღი და რომ ეშინიათ ამ თარიღის, უკვე ყველა კოჭზე გეტყობათ. ვერც ვერანაირ ბრალს შეთითხნით, ვერც ვერანაირი ციხის კარით ვერ დამემუქრებით და არ ვაპირებ არსად ციხეში წასვლას, იქით ვეპატიჟები ფოხანაშვილს, ჯეკას, მდინარაძეს, სვეტლანას და კობახიძეს ციხეში იმისთვის, რომ გაძარცვეს ქართველი ხალხი. ბიძინა, ხომ გაქვს ერთი ადგილი?! ხომ გჯერა საკუთარი რუსული გუნდის?! ხო და დაგველოდე, შევერკინოთ 4 ოქტომბერს.” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმ

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ევროპელი ელჩი კადრულობს და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირში, ახალგაზრდებში, 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ – ევროპის ქვეყნები ვერ ან არ იცავენ საკუთარ მოსახლეობას ბიუროკრატიისგან და უნდათ, ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც, რისკები სერიოზულია