არჩილ გორდულაძე – ხელისუფლების დამხობის თავი არავის აქვს – საკუთარი თავები დაამხონ, როცა ერთად შეიკრიბებიან!

ხელისუფლების დამხობის თავი არავის აქვს – საკუთარი თავები დაამხონ, როცა ერთად შეიკრიბებიან! – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ს განცხადებების თაობაზე დასმულ კითხვას, რომელიც ამბობს, რომ 4 ოქტომბერი ს რეჟიმის მშვიდობიანი ფორმით დამხობის დღე უნდა იყოს.
გორდულაძის თქმით, ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა ისეთივე სისულელეა, როგორც ცივი ცეცხლი ან მშრალი წვიმა.
„ასეთ ნონსენსზე საუბრობენ! იმისთვის, რომ დამხობისკენ მოწოდება არ გამოვიდეს და სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაიდინონ, აზღვევენ, დამხობას წინ მშვიდობიანს ამატებენ და ამ სისულელეს იღებენ.
ვიცით, რომ სათქმელი არაფერი აქვთ და სისულელეებს ლაპარაკობენ. პაატა ბურჭულაძე გამოვიდა და თქვა, რომ თურმე თბილისის მერიამ მათი რევოლუცია უნდა დააფინანსოს. აი ამ ნონსენსამდე მივიდნენ! პატრონების დავალების შესრულებამ აგენტურა ამ მდგომარეობაში ჩააგდო“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.