პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას პორტუგალიაც გეგმავს

პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას პორტუგალიაც გეგმავს. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, პორტუგალია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს სექტემბერში, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განიხილავს.
პორტუგალიის მთავრობა აცხადებს, რომ ახლა ქვეყნის პრეზიდენტთან კონსულტაციებს გამართავს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხის განხილვის მიზნით, იმ პროცედურის ფარგლებში, რომელიც შეიძლება დასრულდეს გაეროს 80-ე გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის დროს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პალესტინის სახელმწიფოს კანადა და მალტა აღიარებენ. იქამდე კი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში გეგმავენ.