ზურაბიშვილი: ეს არ იქნება მზიას განაჩენი, იქნება ყველასი, ვინც მონაწილეობს უსამართლობაში

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესზე მივიდა.
სასამართლოსთან მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დღევანდელი განაჩენი იქნება – “არა მზიასი, არამედ ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობს და მონაწილეობდა პირველივე დღიდან ამ უსამართლობაში”.
“მოლოდინი მაქვს, როგორც ყოველთვის და ბოლომდე იმის, რომ სამართალი მაინც იზეიმებს, თუმცა ამის საფუძველი არავის მოუცია ჩემთვის ჯერჯერობით. მთავარი ის, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ – თუ დღეს დადგა განაჩენი, ეს იქნება განაჩენი არა მზიასი, არამედ ეს იქნება განაჩენი ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობს ამ უსამართლობაში, მონაწილეობდა პირველი დღიდან და რომელიც პასუხისმგებელი იქნება მთელი ქვეყნის, ისტორიის წინაშე იმაზე, რაც დღეს გადაწყდება. ცხადია, ეს არის მედიის მიმართ მიზანმიმართული ქმედება, მაგრამ ამავდროულად, ეს არის ქვეყნის მიმართ. დღეს მზია არის საქართველოს სიმბოლო”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ს საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა გაიმართება. შესაძლოა, მოსამართლემ განაჩენი დღეს გამოაცხადოს.