ალეკო ელისაშვილი – მხარდაჭერის შემთხვევაში, მზად ვარ თბილისის მერობისთვის ვიბრძოლო! არსად თავს არ დავზოგავ! კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი! საცობების პრობლემის მოგვარება ერთ წელიწადშია შესაძლებელი

“ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მზად არის თბილისის მერობისთვის იბრძოლოს.
“პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ ელისაშვილმა დაადასტურა, რომ დედაქალაქის მერის პოსტზე სხვა კანდიდატებთან ერთად, მისი კანდიდატურაც განიხილება.
“მარტივი ბრძოლა არ გველის. ძალიან უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ. კი, ჩვენ საარჩევნო ბრძოლაში შევდივართ. რაც შემეხება მე, თუ მსგავსი გადაწყვეტილება [თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა ] იქნება მიღებული, მზად ვარ! არსად თავს არ დავზოგავ! ზე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი!“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება მისი კანდიდატურის შესახებ გახარიას პარტიის წევრების პოზიციას, რომ „ალეკო კარგი ბიჭია, მაგრამ შეთანხმება ნეიტრალურ კანდიდატზე უნდა მოხდეს“, ელისაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერის თანაგუნდელების გადარწმუნებას არ ცდილობს და მეტიც, თბილისში პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატის წარდგენის ხედვას მხარს უჭერს.
„არანაირი პოლიტიკური და თანამდებობრივი ამბიცია არა მაქვს. ვინც არ უნდა იყოს მერობის კანდიდატი, მასთან საათობით ვიჯდები და კვალიფიციურ ადამიანებთან ერთად დავუსაბუთებ, რომ ერთ წელიწადშია შესაძლებელია თბილისში საცობები საერთოდ არ იყოს.
ჩემი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ასევე განიხილება სხვა კანდიდატებიც. თუ იქნება სხვა უფრო მაგარი, უფრო მებრძოლი ერთმნიშვნელოვნად დავუდგები მხარში. ამ მხარში დგომის სანაცვლოდ მე არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება დედაქალაქის მერად კახა კალაძის მესამე ჯერზე წარდგენის გადაწყვეტილებას, ელისაშვილის შეფასებით, “დედაქალაქს კალაძის მსგავსი მექრთამე და კორუმპირებული ხელმძღვანელი არასდროს ჰყოლია“. ელისაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ მესამედ ჯერზე კენჭისყრისას ყველანი ერთად კალაძეს სილას გააწნის, რადგან “ამ კაცის თაღლითობები უბრალოდ აუტანელია“.
“თბილისის ისტორიის შესახებ რაღაც მეც გამეგება. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისს ასეთი გათახსირებული მექრთამე მერი არ ჰყოლია. რა თქმა უნდა, ის თბილისის უყურებს როგორც შესაძლებლობების ქალაქს.
სთვის 800 მილიონი დოლარი აქვს დასაბრუნებელი. წარმოიდგინეთ, ამ გათახსირებულებმა როგორი სქემა შექმნეს: – კალაძე თბილისს ძარცვავს და მერე ბიძინა ივანიშვილი ეუბნება, რომ ეს ნაძარცვი მიუტანოს. შესაძლებლობების ქალაქია აბა რა არის! თბილისის ხელმძღვანელი ასეთი თაღლითი, გადამგდები, მექრთამე და გათახსირებული კაცი ჯერ არ ყოფილა – ქალაქი გადაჭამა და გადაძოვა.
8 წელია გურამიშვილის მეტროს რეაბილიტაცია მიდის – მშვიდობა ეტყობა ახლა იმ მეტროს?! – გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა ხიროსიმა და ნაგასაკი ამერიკელებმა რომ დაბომბეს. წვიმის დროს მეტროს ვესტიბიულში ტაშტები აწყვია. ვარკეთილის მეტროში ჯერ შეკიდულ ჭერს რა უნდოდა, შემდეგ ეს ჭერი ჩამოვარდა, ახლა არჩევების წინ გაახსენდათ და 45 დღით ჩაკეტეს. ვაგზლის მოედანზე “პარაპეტი“ გადმოვარდა, გამვლელებს დაეცა, მოკლა და ეს უმსგავსო გამოვიდა და ხალხს დააბრალა.
თბილისის მერობის ორი ვადის დროს როგორი უნდა მოახერხო და 800 მილიონი როგორ უნდა მოიპარო?! ფულს ყველა პროექტიდან იპარავენ – სამგორი მეტროდან ლილოს გავლით რუსთავში მიწისზედა მეტროს უნდა ევლო. რვა სადგური უნდა აშენებულიყო და პროექტი 2021 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო. არაფერი გაკეთებული არ არის – ერთი ბარი დარტყმული არ არის, მაგრამ ამ აფერისტობაში, როცა არაფერი არ გაკეთებულა, კალაძემ 12 მილიონი მოიპარა.
გადავხედე ტენდერებს, პროექტებს, ნებართვებს და ამ ყველაფრიდან მე 600 მილიონი ლარი დავთვალე, თურმე 800 მილიონი აქვს მისატანი! “ქართული ოცნება“ ჩამპალია კორუფციაში და არანაირი კორუფციასთან ბრძოლა არ მიდის – ბიძინა ივანიშვილს ფული შემოაკლდა, რადგან ფული ამერიკელებმა დაუპატიმრეს და ახლა უნდა ფული დაიბრუნოს მათგან, ვინც მის გარშემო ყველაზე მეტად ქაფავდა და იპარავდა. ჩვენ ამ ტენდენციას ვუყურებთ.
თუ კორუფციასთან ბრძოლა გვინდა, კორუფციაში ჩამპალი მამაძაღლები ხელისუფლებიდან უნდა გავყაროთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.