ცინიზმის მწვერვალი, როდესაც მმართველი პარტია ამბობს, რომ კორუფციას ებრძვის და ამ დროს მერობის კანდიდატად წარადგენს კახა კალაძეს – ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი, რიჟვაძე – ყველა კორუმპირებულია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ თუ ყველა ერთად შევკრიბეთ, ერთ კალაძესაც ვერ გაუტოლდებიან,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კახა კალაძე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერად დაასახელა არის, რომ მას ბიძინა ივანიშვილისთვის 800 მილიონის მიტანა მოუწევს.
“ეს არის ცინიზმის მწვერვალი – როცა მმართველი პარტია ამბობს, რომ კორუფციას ებრძვის და ამ დროს მერობის კანდიდატად წარადგენს კახა კალაძეს.
ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი, რიჟვაძე – ყველა კორუმპირებულია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ თუ ყველა ერთად შევკრიბეთ, ერთ კალაძესაც ვერ გაუტოლდებიან.
ერთადერთი მიზეზით დარჩა კალაძე თანამდებობაზე – ივანიშვილი თირკმელს გააყიდვინებს და 800 მილიონს მიატანინებს”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
