ქინგ თამარი არქისგან – ახალი გამორჩეული მულტიფუნქციური კომპლექსი დედაქალაქის გულში

არქი ახალი, მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას საბურთალოზე, თბილისის ცენტრალურ ადგილას იწყებს. ქინგ თამარი არქისგან საერთაშორისო სტანდარტებისა და გამორჩეული დიზაინის მქონე მულტიფუქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც აფასებს ცხოვრების მაღალ ხარისხს და ისწრაფვის სრულყოფილებისკენ.
საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია მორგებულია თანამედროვე ყოველდღიურობას, რომელიც მაცხოვრებლებს განსაკუთრებული ცხოვრების გამოცდილებას სთავაზობს. ქინგ თამარი არქისგან მდებარეობს თამარ მეფის გამზირზე – გმირთა მოედნიდან 1 წუთის სავალზე. საცხოვრებელ კომპლექსის ირგვლივ მდებარეობს ყველა საჭირო კვების, გასართობი თუ სავაჭრო ობიექტი. პროექტის გამორჩეული ლოკაცია და თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტა 360 გრადუსიან პანორამულ ხედებს ქმნის მთელს თბილისზე.
ქინგ თამარის მულტიფუნქციური სივრცე ითვალისწინებს ყველა დეტალს კომფორტული ყოველდღიურობისთვის: ღია აუზი – სიწყნარეში რომ ჩაიძირო, ევროპული სტანდარტების ფიტნეს დარბაზი – ბალანსი რომ არ დაკარგო, სპა – ჰარმონია რომ აღიდგინო, კაფე – კიდევ უფრო მეტად რომ ისიამოვნო საკუთარი თავისთვის დათმობილი დროით, კინოთეატრი – რეალობას რომ გასცდე, პანორამული ხედები – ჰორიზონტი რომ შეიგრძნო.
ქინგ თამარი დააპროექტა მსოფლიოში ცნობილმა არიქტექტორმა, ვეი იაპ ოიმ, რომელსაც უამრავი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მისი პორტფოლიო აერთიანებს უმსხვილეს პროექტებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სინგაპური, ავსტრალია, ჩინეთი და სხვა.
„გვინდა საქართველოში ძვირადღირებული ცხოვრების სტილი შემოვიტანოთ, რისთვისაც მსოფლიოში გამორჩეული ქალაქების პრაქტიკას ვიკვლევთ. გვჯერა, რომ ქინგ თამარი ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცევა როგორც არამხოლოდ შენობა, ასევე როგორც პროექტი, რომელიც თბილისში ცხოვრების სტილს შეცვლის. მოქნილობა, რომელსაც მაცხოვრებლები მიიღებენ, ის უნიკალური თვისებაა, რომელიც ამ პროექტს გამოარჩევს. გვინდა ვაჩვენოთ რა შეუძლია დიზაინს, როდესაც მიზანი ბევრი ადამიანის ერთი იდეის გარშემო გაერთიანებაა.“ – ვეი იაპ ოი, ქინგ თამარის არქიტექტორი და Wei Yap Architecture-ის დამფუძნებელი.
ქინგ თამარი გამორჩეულად საინტერესო პროექტია როგორც საცხოვრებლად, ისე დაბალრისკიანი ინვესტიციისთვის, რადგან აერთიანებს ყველაფერს, რაც თანამედროვე ადამიანს სრულყოფილი ცხოვრებისთვის სჭირდება:
კომფორტული მდებარეობა, სტრატეგიულ ობიექტებთან სიახლოვე, ბინების დაგეგმარების მრავალფეროვნება, ულამაზესი ხედები თბილისზე, მშენებლობის უმაღლესი ხარსხი და მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა.
„ქინგ თამარი არქისგან იქნება თბილისის ყველაზე ლამაზი სავიზიტო ბარათი და ჩვენ ამაყები ვართ, რადგან პროექტი ახალი სიტყვაა ლუქს სეგმენტში. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია როგორც უმაღლესი ხარისხის მშენებლობა, ისე ესთეტიური დიზაინი და თანამედროვე ხედვა“ – ილია წულაია, არქის დამფუძნებელი.
ქინგ თამარის მშენებლობისას გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები. პროექტი ხორციელდება იბერკომპანი ჰოლდინგთან ერთად.
არქის მთავარი პრიორიტეტი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო პროექტების განხორციელებაა, სადაც მაცხოვრებლები მიიღებენ ცხოვრების კომფორტულ გამოცდილებას. კომპანიის მისია ისეთი თანამედროვე შენობების აშენებაა, რომლებიც უნიკალური იქნება თავისი ხარისხით, ფორმითა და ხედვით.
ქინგ თამარი არქისგან – შექმნილია სრულყოფილი ცხოვრებისთვის.
(R)