ვოლოდიმირ ზელენსკი – მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილა რუსეთის პასუხი ჩვენს სურვილზე მშვიდობისკენ, ამიტომ მშვიდობა ძალის გარეშე შეუძლებელია

ბოლო 24 საათში, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ ავიაიერიშებს უკრაინაში 16 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულებს შორის ორი ბავშვია, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აღემატება.
ქალაქის ხელისუფლებამ პარასკევს გლოვის დღე გამოაცხადა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე 1200-ზე მეტი პოლიციელი და მაშველი მუშაობდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ათობით ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
„დღეს მსოფლიომ კიდევ ერთხელ იხილა რუსეთის პასუხი ჩვენს სურვილზე მშვიდობისკენ, ამიტომ, მშვიდობა ძალის გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი