ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ეხება ერთ რამეს – ეს არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქები და სოფლები ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით

ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ეხება ერთ რამეს – ეს არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქები და სოფლები ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით
ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები ეხება ერთ რამეს – ეს არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქები და სოფლები ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია მიმწყვდეულია კუთხეში.
„აქ საქმე ეხება ქალაქების, სოფლების, მუნიციპალიტეტების განვითარებას, კეთილმოწყობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებას, ჯანდაცვის მიმართულებით ახალი პაკეტების შეთავაზებას და ა.შ. ამას ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როდესაც ამდენი არ ესმის ოპოზიციას, შეგახენებთ, რომ არც 43%-იანი ბარიერი არ არის დაწესებული, არც 50-იანი და არც 90-იანი, ეს რომ არ ესმის ოპოზიციას, ეს არის მათი პრობლემა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან რაღაცნაირად მიმწყვდეული კუთხეში და ეს გააკეთა არა მარტო „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ეს გააკეთა „დიფ სთეითმაც“. მათ შეიყვანეს კუთხეში რადიკალური ოპოზიცია, მათ წაიყვანეს რადიკალური ოპოზიცია ვაბანკზე და შესაბამისად, შეიყვანეს რეალურად სამწუხაროდ კი არადა, საბედნიეროდ, კუთხეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს