სკოლების, ბაზრების, სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების შესასვლელში ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდა

2024 წლის 1-ლი იანვრიდან სხვა­დას­ხვა ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ვალდებულება გაუჩნდათ, მათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ობი­ექ­ტე­ბი, გარე პე­რი­მეტრზე ვი­დეო სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სის­ტე­მე­ბით აღ­ჭურ­ვონ.
ცნობისთვის, ლიცენზირებული, ავტორიზებული, სანებართვო და სარეგისტრაციო დაწესებულებების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტის გაცემას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ახორციელებს.
აღნიშნულ დაწესებულებებს განეკუთვნება:
აზარტული დაწესებულებები;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები;
სესხის გამცემი სუბიექტები;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტები;
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები;
აფთიაქები;
ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები საკომპრესორო სადგურები.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის დადგენილებით კი, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, ფართოვდება რეგულაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების რაოდენობა. კერძოდ არსებულ ობიექტებს დაემატა:
კერძო / საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები;
სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები;
სიგარაბარები;
სავაჭრო ცენტრები;
ბაზარი/ბაზრობა.
ობიექტების ჩამონათვალს ასევე, დაემატა ეკონომიკურ საქმიანობას დაქვემდებარებული ის ობიექტები, რომელთა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნებისმიერი წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 500 000 ლარს (საბითუმო ვაჭრობა; საცალო ვაჭრობა; განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა; საკვებით და სასმელით მომსახურება).
მთავრობის დადგენილების თანახმად, ობიექტებისთვის შემდეგი მოთხოვნები განისაზღვრა:
შენობა-ნაგებობის მთავარ შესასვლელთან, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეოკამერა, რომელიც შეესაბამება დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს;
თუ შენობა-ნაგებობას აქვს სათადარიგო შესასვლელი, სავალდებულოა 1 ვიდეოკამერის დამონტაჟება თითოეულ სათადარიგო შესასვლელთან;
ვიდეოკამერები უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შენობა-ნაგებობაში შემსვლელი და გამსვლელი პირის დანახვა და იდენტიფიკაცია.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 6 თვისა, უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე.
ამასთან, დაწესებულებების ხელმძღვანელი ან სხვა პასუხისმგებელი პირები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმების მოთხოვნის მიზნით, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის პორტალზე camera.mia.gov.ge.
წყარო: bpn.ge