მედია: ე.წ. კაპიტნების საარჩევნო სისტემა – რას გეგმავს “ქართული ოცნება” 2025 წელს (ვიდეო)

მთაწმინდის პარკში, კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის ცერემონიალზე, ბენედიქტე გეგეჭკორიც იმყოფება. ამ უკანასკნელს, “ქართულ ოცნებაში” რეგიონალური მიმართულება აბარია.

მისი სახელი და გვარი “ტვ პირველის” მაყურებლისთვის უცხო არ არის. მისი გვარი საარჩევნოდ შექმნილ ე.წ. ქოლ-ცენტრების სკანდალს უკავშირდება.

“შაბათის ეთერის” ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ბედედიქტე გეგეჭკორი ე.წ. კაპიტნების მეთაური იყო.

“პირველები” დაინტერესდა, აპირებს თუ არა იგოვე როლი შეასრულოს თვითმმართველობის არჩევნებზე, თუმცა გეგეჭკორმა ჩვენი რესპოდენტის არცერთ კითხვას არ უპასუხა.

რამდენიმე თვის წინ “შაბათის ეთერმა” გაასაჯაროვა ახალი მტკიცებულება – აუდიოჩანაწერი, საიდანაც დგინდება, რომ ხმები “ქართული ოცნებისთვის” კაპიტნების დახმარებით შეგროვდა. საარჩევნოდ შექმნილი ე.წ. ქოლ ცენტრების ნაწილს  საჯარო მოხელეები მართავდნენ.

ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ კაპიტნებად მუშაობდნენ პარლამენტის, კულტურის სამინისტროს და საკრებულოს თანამშრომლები.

ხმოვანი შეტყობინებებით, რომელიც მაშინ “ტვ პირველის” გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა მოიპოვა, ირკვევა, რომ ხმებზე მონადირე კაპიტნებს სავარაუდოდ, ნაღდი ფული დაურიგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია